ახალი ამბები

51 წლის გორელმა მოჭიდავემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

51 წლის გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე შამშე ტლაშაძე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანებს შორის, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ტლაშაძემ მედლის მოსაპოვებლად 3 მეტოქე დაამარცხა და ერთი შეხვედრა ამერიკელ მოწინაარმდეგესთან დათმო. 

ტლაშაძე ამ წარმატებით, პირველი გორელი მოჭიდავე გახდა, რომელიც ვეტერანთა შორის მედლის მფლობელია.

დატოვეთ კომენტარი