ახალი ამბები

გორში ე.წ ძველ ხიდზე გადაადგილება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს შეეძლებათ

მდინარე მტკვარზე არსებულ ე.წ. ძველ ხიდზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური მასის განსაზღვრის და ხიდის ორივე დასაწყისში ამკრძალავი საგზაო ნიშნების  განთავსებაზე გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს თანხმობას სთხოვს. 

დადგენილების მიხედვით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხიდი ამორტიზებულია და საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მასის შეზღუდვა.

“სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ხიდი ნაწილობრივ ამორტიზირებულია და უნდა მოხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მასის შეზღუდვა. აიკრძალოს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობა, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება 3,5 ტონას და ხიდის ორივე დასაწყისში დაიდგას ამკრძალავი საგზაო ნიშანი  3.11-„მასის შეზღუდვა 3,5 T“, – წერია განკარგულებაში

დეპუტატები აღნიშნულ საკითხს კეჭს მორიგ საკრებულოს სხდომაზე უყრიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.