ახალი ამბები

კარალეთში სკვერისა და მემორიალის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ისევ არ შედგა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სკვერისა და მემორიალის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი, უკვე მეორედ არ შედგა. 

6 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების სურვილი არავინ გამოთქვა. წინადადებების მიღების ვადა 18 ოქტომბერს ამოიწურა

მერიას კარალეთში სკვერისა და მემორიალის მოსაწყობად 22`915 ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა აღნიშნული თანხითა და სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთული პროექტით არავინ დაინტერესებულა.

აღნიშნული მომსახურების შესყიდვა გორის მუნიციპალიტეტის მერიას ორი თვის წინაც სურდა, სამუშაოებისთვის 17 000 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა, არც მაშინ მიიღო ვინმემ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები