ახალი ამბები

გორის რაიონულ სასამართლოში კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

გორის რაიონულ სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. კერძოდ, ჩვენება მისცეს გარდაცვლილის მეგობრებმა და კონფლიქტში მონაწილე პირებმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

მერაბ კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.