ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ

გორში სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

რამდენიმე წუთის წინ ჰოსპიტალის დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ოფიციალური ცნობა მას არ მიუღია, თუმცა სამედიცინო დაწესებულება პაციენტის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს.

დატოვეთ კომენტარი