ახალი ამბები

გორელმა მოჭადრაკემ თბილისში გამართულ გათამაშებაზე მესამე ადგილი დაიკავა 

გორელმა მოჭადრაკემ, მარიამ ცაციაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ ბუხუტი გურგენიძის თასის გათამაშებაზე, – ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ გაავრცელა. 

შეჯიბრება, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაცია, სამ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა.

ცაციაშვილი 10 წლამდე გოგონათა შორის ასპარეზობდა და 4,5 ქულა დააგროვა, რითაც მესამე ადგილის დაკავება შეძლო. ამავე ასაკში, მეხუთე ადგილზე გავიდა კიდევ ერთი გორელი მოჭადრაკე გოგონა მარიამ ნუკრაძე.

ორივე სპორტსმენის მწვრთნელი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია, მათი მწვრთნელი ოთარ დოლიძეა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.