ახალი ამბები

გორის მერის მრჩევლად დავით კვერნაძის დანიშვნა განიხილება

გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მრჩევლად დავით კვერნაძის დანიშვნა განიხილება. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, მისთვის ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

დავით კვერნაძეს აქვს ადვოკატად მუშაობის გამოცდილება და ასევე არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ გორის მერისთვის მრჩევლის დანიშვნის საკითხი საკრებულომ ბოლო სხდომაზე განიხილა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ახალი კადრის აყვანაზე თანხმობა მისცა.

აქვე ინფორმაციისთვის, რომ გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი იქნება “ქართული ოცნებიდან”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.