ახალი ამბები

გორის ტრანსპორტის სააგენტოს 16 კონტროლიორს არცერთი ჯარიმა არ დაუწერია

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში 16 კონტროლიორია დასაქმებული.

მგზავრობა ფასიანი 2021 წლის 20 მაისის შემდეგ გახდა. კონტროლიორები მუდმივად აფრთხილებენ მგზავრებს, რომ დაჯარიმდებიან თუ კი ბილეთს არ აიღებენ, თუმცა 6 თვის განმავლობაში მათ არცერთი ჯარიმა არ დაუწერიათ.

“ბევრჯერ აღმოუჩენიათ უბილეთო მგზავრი კონტროლიორებს, თუმცა მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან, ჯარიმებს არ წერენ” , – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

გორში სულ 30 მუნიციპალური ავტობუსი გადაადგილდება. როგორც ცნობილია, ტრანსპორტის სააგენტოში სულ 120 მძღოლია დასაქმებული.

სააგენტო ყოველთვიურად 14 შტატიანი და 172 უშტატო თანამშრომლის ხელფასებზე 128 285 ლარს ხარჯავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.