ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღმოსავლეთ საქართველოში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია კასპის, მცხეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მდინარეების – მტკვრისა და ლიახვის კალაპოტებში.

5 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გორის მუნიციპალიტეტში. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეები, ქალაქ გორის, ასევე სოფლების – სკრისა და ორთაშენის მიმდებარედ, უკანონო თევზჭერას ანკესზე გამობმული სახლართი ბადეების გამოყენებით ახდენდნენ.

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი ოქმები შეადგინეს.  

დატოვეთ კომენტარი