ახალი ამბები

გორელ პედაგოგს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მარინა ბაბუნაშვილს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, პედაგოგი დაჯილდოვდა საპატიო სიგელით და მედლით.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა გორის რესურსცენტს მოგვმართა, რომ რეკომენდაცია გაგვეწია დაწყებითი კლასის პედაგოგზე, რომელიც არის მოქმედი და ამავე დროს ყველაზე ასაკიანი. პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა მარინა ბაბუნაშვილი”,– ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.