ახალი ამბები

გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს პოლიცია დაიცავს 

გორის სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს მომავალი წლიდან დაცვის პოლიცია დაიცავს, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გელა კაპანაძემ განუცხადა. 

“ჩვენ სააგენტოს ასევე გადმოეცა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელსაც ასევე ვფიქრობთ, რომ დასჭირდება დაცვის პოლიცია. ეს მომსახურება წელიწადში დაახლოებით,  50 ათას ლარამდე ჯდება”, – გვითხრა გელა კაპანაძემ. 

ინფორმაციისთვის, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დაფინანსება 2 410 000 ლარით განისაზღვრა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.