ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა

დეპუტატ ეკა ხერხეულიძის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა, თუმცა ამჟამად მის ადვოკატთან, ნიკა გვარამიასთან გადაყვანასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განიხილავს, რის შემდეგაც გვარამია საბოლოო გადაწყვეტილებას გააჟღერებს.

იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ფორმით გამოხატულ მის პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი, ის ძალიან განიცდის ამ ადამიანების მდგომარეობას. განსაკუთრებით ელენეს ხოშტარიას მდგომარეობას, რომელიც მეჩვიდმეტე დღეა შიმშილობს და რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ითვალისწინებს ამ პოზიციას, თავად სურს მას, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც ახლა გარეთ დგას და სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. ეს არ არის მისი არჩევანი. არც გორი და არც სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი ბრძოლას აგრძელებს. მაგრამ ის, რაც დღეს ყველას გვაღელვებს, საციცოხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს”, აღნიშნა ეკა ხერხეულიძზემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო სააკაშვილს სთავაზობს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.

დღესვე ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გორში ჰოსპიტალის დასათვალიერებლად და მისი შესაძლებლობების გასაცნობად მივიდა.

დატოვეთ კომენტარი