ახალი ამბები

ენმ-ს წევრმა გორის მერს ჰოსპიტალთან ჟურნალისტებისთვის ბიოტუალეტისა და კარვის დადგმა სთხოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბექა ქორჩილავა გორის მერს სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებისთვის ბიოტუალეტის და კარვის დადგმას სთხოვს.

ქორჩილავამ აღნიშნული ინიციატივით გორის მერს წერილობით მიმართა.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობიდან გამომდინარე,არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი,რაც იწვევს მედიის წარმომადგენლების 24 საათიან მუშაობას აღნიშნულ ტერიტორიაზე. ჟურნალისტებისთვის მძიმე სამუშაო პირობების შემსუბუქების მიზნით,ბექა ქორჩილავას კარვის და ბიოტუალეტის მოწყობა აუცილებელ ღონისძიებად მიაჩნია”, – ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.