ანალიტიკა / გამოძიება

შეამცირონ შტატები, გააუმჯობესონ სერვისები, განვითარდნენ – მოქალაქეთა რჩევები მერიის ა(ა)იპ-ებს

შეამცირონ შტატები, არ იყვნენ პოლიტიზირებულები, გააუმჯობესონ სერვისების ხარისხი, დამოუკიდებლად მოიძიონ ფინანსები – ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მისამართით გასცემენ.

რადიო “მოზაიკამ” ონლაინ გამოკითხვის საშუალებით შეაგროვა მოქალაქეთა პასუხები კითხვაზე, რას ურჩევდით გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებს. რჩევების ძირითადი ნაწილი საკადრო პოლიტიკას, თანხების ხარჯვას და არჩევნებში ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართულობას ეხება.

საკადრო პოლიტიკა

მოქალაქეთა რჩევების ძირითადი ნაწილი საკადრო პოლიტიკას ეხება. ისინი ფიქრობენ, რომ ა(ა)იპ-ებში პრობლემების გამოსწორებაზე ზრუნვა, საკადრო პოლიტიკის ცვლილებით და საშტატო ნუსხების გადახედვით უნდა დაიწყოს.

“თანამშრომლები კონკურსის წესით უნდა ინიშნებოდნენ. ბიუჯეტის 30 პროცენტზე მეტი არ უნდა იხარჯებოდეს ხელფასებში. მათ უნდა შექმნან პროდუქტი, რომლითაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები ისარგებლებენ”, – ასეთია ერთ-ერთი მოქალაქის რჩევა.

“შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა, გამჭვირვალე და მკაცრი კონკურსით შეარჩიოს კადრი.გამოავლინონ კრეატივი და პასუხისმგებლობა”, – ეს რჩევაც გორში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნის.


გორის ახალი მერი, დეკლარაციის შევსებამდე, ქონებას სხვას უფორმებს

გორის ახლადარჩეულმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 4 განცხადებით მიმართა. ერთში მოთხოვნილია  საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე. გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე უძრავ ქონებას ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვინმე ზურაბ გაბოძეს უფორმებს. მეორე განცხადებით, მოთხოვნილია გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ფართზე იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შპს სერვის პლიუსის წარმომადგენელი, მერაბ გიორგაძეა. […]


საბიუჯეტო დაფინანსება

მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ები ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას არაეფექტურად ხარჯავენ. მათი აზრით, მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ებისგან ვერ იღებს გაცემული დაფინანსების შესაბამის სარგებელს:

“იმუშაონ კეთილსინდისიერად, პროფესიონალი ჯგუფით და რესურსები სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენონ”.

“პირველ რიგში თითოეულმა ა(ა)იპ-მა უნდა გააქტიუროს თავისი საქმის განხორციელება. ასევე სასურველია ახლო კიმუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან.”

“სარგებლიანი საქმიანობები განახორციელონ და არ იყვნენ მხოლოდ საბუტებში და ბიუჯეტურ ანაზღაურებაზე დამოკდიებულები”.


საარჩევნოდ, გორში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 220-ით გაიზარდა და 24 665 შეადგინა

ბოლო ორ თვეში გორის მუნიციპალიტეტში სოციალური შემწეობის მიიმღებთა რიცხვი გაიზარდა. თუ ივლისში ქალაქსა დ სოფლად ამ სტატუსის მქონე ოჯახების რაოდენობა ჯამში 6 527 – ს შეადგენდა დღეს ეს რიცხვი 6 585-ია. მთლიანობაში ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტში 24 665 სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული (ქალაქში – 4891, სოფლად – 19774). 2021 წლის ივლისის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 24 445 ადამიანით იყო წარმოდგენილი. […]

გზა აკადემიური საქმიანობიდან პოლიტიკამდე – ეთერ ჯალაღანიას გზა

ეთერ ჯალაღანია “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატია გორში. ამავდროულად, ის არის პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი. სკოლა გორში დაამთავრა და უმაღლესი განათლებაც აქ მიიღო. აქვს საჯარო სამსახურებში მუშაობის გამოცდილება. ასევე, ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას, იყო ლექტორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ, “ევროპული საქართველოს” კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს: დატოვეთ კომენტარი


პარტიული ინტერესები

რჩევების ნაწილი ა(ა)იპ-ების დეპოლიტიზირებას ეხება. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ების საქმიანობას დიდწილად პოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავს. მათი აზრით, ადამიანების დასაქმება, ახალი შტატების შექმნა, მომსახურებების კონკრეტული ბიზნესისგან შეძენა სწორედ პარტიული კუთვნილების მიხედვით ხდება.

“უკეთესს ა(ა)იპ-ებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როცა მათი საქმიანობა იქნება ხარჯებთან შესაბამისიბაში, თანამშრომლების აყვანა მოხდება კვალიფიკაციის და არა პარტიული კუთვნილების მიხედვით და მათი საქმიანობა იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე”.

“შეწყვიტონ პარტიული აქტივისტებისათვის პენსიის გადახდა და რეალურად მისცენ საქმე თანამშრომლებს”.


ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვის შემთხვევები გორის მერიის ა(ა)იპ-ებში – ჟურნალისტური გამოძიება

როგორ დავხარჯოთ 14 000 ლარი? – ამ თანხით გორის მერია შეძლებდა დახმარებოდა მინიმუმ 28 ონკოლოგიურ პაციენტს, სამედიცინო მომსახურებას დაუფინანსებდა 46 სოციალურად დაუცველს და დაეხმარებოდა 14 ობოლ ბავშვს, თუმცა უწყებამ „უკეთესი“ გამოსავალი მოძებნა და გადაწყვიტა, რომ 14 000 ლარი გორის სოფელში ჩასიძებული რუსეთის გენერლის გვარის ისტორიის შესწავლაზე დაეხარჯა. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები თანხებს […]


გორის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემების გამოსწორებაზე ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პასუხისმგებლობა გორის მერს ეკისრება. სწორედ მისი ვალდებულებაა შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ა(ა)იპ-ებში არსებულ ხარვეზებზე.

აღნიშნულ დაწესებულებებში პრობლემების გამოვლენისთვის აუდიტორიულ შემოწმებას მერიის აუდიტის სამსახური ატარებს, თუმცა უკვე წლებია, მის მიერ გამოვლენილ ხარვეზებს ეფექტური რეაგირება არ მოჰყვება.


როგორ ხარჯავენ მილიონებს გორის მერიის ა(ა)იპ-ები – ჟურნალისტური გამოძიება

ტენდერი — სამუშაოს, მომსახურების, საქონლის შესყიდვის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საშუალებით ხორციელდება პოტენციურ მიმწოდებელთა მოწვევა წინადადებების წარსადგენად.  გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების ტენდერების სპეციალისტები რამდენიმე კრიტერიუმს გამოყოფენ – დამარცხებული კომპანიის შეთავაზებული ფასი ნაკლებია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საბოლოო ფასზე ან/და ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში. „ყველაფერი ჩაწყობილია“, „უსამართლოდ მოხდა ჩვენი დისკვალიფიკაცია“, „კორუფციული გარიგებებია“, – ეს იმ კომპანიების შეფასებებია, რომლებმაც მონაწილეობა […]


შესაბამისად, ა(ა)იპ-ები გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოების ნაკლები სიმპატიით და ნდობით სარგებლობენ.


რატომ აღარ ტარდება კოვიდტესტირება გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში? – ინტერვიუ მარი გიუნაშვილთან

2021 წლის 1 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში covid-19-ზე ტესტი აღარ ტარდება. მუნიციპალურ ორგანიზაციაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა, თუმცა მისი პარალიზება არ მომხდარა და  თანამშრომელთა ნაწილი კვლავ დატვირთული გრაფიკით აგრძელებს საქმიანობას. რატომ შეაჩერა ჯანდაცვის ცენტრმა ტესტის გაკეთების მსურველი მოქალაქეების მიღება, როგორ მუშაობს პანდემიის პირობებში მუნიციპალური ა(ა)იპ და რა მომსახურებას სთავაზობს მუნიციპალური ა(ა)იპ მოქალაქეებს ამ ეტაპზე, […]


დარგის სპეციალისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ ვითარების შეცვლისთვის აუცილებელია, რომ ახალი ხელისუფლების დღის წესრიგში დადგეს ა(ა)იპ-ების მართვის პოლიტიკის შეცვლა – პრობლემების არსებობის ხმამაღლა აღიარება და სექტორებს შორის თანამშრომლობით, ყველა ამ პრობლემის ეტაპობრივად მოგვარება.


გორის უნივერსიტეტის რექტორი,მუზეუმის დირექტორი,სპორტსმენები – “ქართული ოცნების” სიის ათეული

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველი ნომერი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დავით რაზმაძეა, მე-2 ნომრად კი, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი. ათეულში მოხვდა ასევე ორი გორელი სპორტსმენი – სიის მე-5 ნომერი არის სუმოს მსოფლიო ჩემპიონი გიგა გელაშვილი, რომელიც ამავდროულად არის “ქართული ოცნების” გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მეორე სპორტსმენი, რომელიც მმართველი პარტიის პროპორციულ სიაშია […]

გორის მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველთა რიცხვი 6 თვეში 731-ით გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 21 844 სოციალურად დაუცველი პირი ცხოვრობს. აქედან 3 911 ქალაქში, 17 933 კი სოფლად. მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირებიდან 10 188 ბავშვია. 2020 წელს, მათი რიცხვი შედარებით ნაკლები იყო. სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი ბოლო 6 თვეში მომატებულია, როგორც ქალაქში ისე სოფლად. კონკრეტულად კი, 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში სულ 21 […]

გორის მერობის კანდიდატთა „მთავარი დაპირება”

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გორში მერობის 4 კანდიდატია რეგისტრირებული. “მთავარი დაპირება” რადიო “მოზაიკას” ერთ-ერთი რუბრიკაა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატებს ვთხოვეთ 1 წუთში ჩაეტიათ თავისი სათქმელი და ესაუბრათ მთავარ დაპირებაზე. “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ეთერ ჯალაღანიამ 1 წუთში ისაუბრა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რაც მისი აზრით, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებას აფერხებს. ეს არის კორუფცია და ნეპოტიზმი. “ალბათ ამომრჩევლისთვის სიახლე არ […]

გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, როგორც საარჩევნო პროგრამის ნაწილი – შეხვედრა პარტიასთან “საქართველოსთვის”

რადიო “მოზაიკა” გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისთვის საჭირო სტრატეგიული ხედვის დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად, განაგრძობს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელთან გაიმართა. ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით, პარტიის ხედვებზე მამუკა ფანიაშვილმა ისაუბრა. თავის მხრივ, “მოზაიკას” გუნდმა ფანიაშვილს გააცნო სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის სამუშაო ვერსია. რადიოს დირექტორის გვანცა დოლუაშვილის განმარტებით, სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში გაწერილი იქნება ყველა ის ეტაპი, რაც ა(ა)იპ-ების […]

გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, როგორც საარჩევნო პროგრამის ნაწილი – შეხვედრა პარტიასთან “გირჩი – მეტი თავისუფლება”

რა პრობლემები არსებობს გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემების მოგვარება? – ამ საკითხებზე სასაუბროდ რადიო “მოზაიკა” ამჯერად პარტიის “გირჩი – მეტ თავისუფლება” ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა. პარტიის წევრების თქმით, ისინი მხარს უჭერენ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციას და ამ გზით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას. ლაშა ჯიოშვილი, სიის I ნომერი ვინ რაში იღებს ხელფასს? ვინ რისთვის დადის სამსახურში? […]

გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, როგორც საარჩევნო პროგრამის ნაწილი – შეხვედრა „ევროპულ საქართველოსთან”

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საჭიროება და წინასაარჩევნო პროგრამა – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გორის სათემო რადიო “მოზაიკა” პარტია “ევროპული საქართველოს” გორის მერობის კანდიდატს ეთერ ჯალაღანიას და პარტიული სიის პირველ ნომერს, ვახტანგ მარწყვიშვილს შეხვდა. “ევროპის ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცისაათვის” კოორდინატორის ნინო ჩიბჩიურის განმარტებით, პარტიებთან შეხვედრის მიზანი არის მათთვის “მოზაიკას” მიერ […]

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.