ახალი ამბები

ზეღდულეთში სადაო მიწის ნაკვეთზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლოებასა და ინვესტორს შორის შეთანხმება არ შედგა. მოსახლოება საძოვრებისთვის განკუთვნილი მიწის ფართობის გასხვისებას წლებია აპროტესტებს. 

ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია მასშემდეგ გამართეს, რაც კერძო მესაკუთრემ მიწის დამუშავება გადაწყვიტა. ადგილზე ვითარებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი და სოფლის წარმომადგენელი კობა ბერიანიძე გაეცნენ. ბერიანიძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ შედგა. 

“ვაწარმოეთ ინვესტორებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკება, მიწის ფართობის რაღაც ნაწილს ინვესტორი თმობდა, ოღონდ იმ პირობით, რომ გარკველ ვადაში მოსახლეობა შეისყიდიდა, თუმცა მოსახლეობა ამ პირობას არ დათანხმდა და განაგრძეს პროტესტი. საბოლოო ჯამში, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები”, – განაცხადა კობა ბერიანიძემ 

ენმ გორის მერიას ზეღდულეთში სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.