ანალიტიკა / გამოძიება

დევნილთა საჭიროებებსა და კონფლიქტის თემებზე მრგვალი მაგიდა მოეწყო

მრგვალი მაგიდა მოეწყო ონლაინ ფორმატში, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში – მთავარი საჭიროებებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო. საუბარი შეეხო ასევე სიტუაციას ახალგორის რაიონში.

სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ გოგა აფციაური, ლია ჩლაჩიძე, თამარ მეარაყიშვილი, ქეთი ბებიაშვილი და ლალი დევიძე. თითოეულმა მათგანმა აღნიშნა ეპიდემიით გამოწვეული ურთულესი სიტუაცია, ვაქცინაციის დაბალი ტემპი, ასევე ითქვა, რომ ქვეყანაში შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ უკანა პლანზე გადაწია დევნილების და კონფლიქტით დაზარალებულთა პრობლემები. შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ ქალტა ასოციაციის “თანხმობა” ორგანიზებით მოეწყო.

“ეს სიტუაცია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და უნდა ჩატარდეს მედია კამპანია, რათა წინ წამოვწიოთ ამ მოსახლეობის პრობლემები. ასევე ტარდება საინფორმაციო კამპანიები ვაქცინაციაზე, მაგრამ უფრო მეტია ჩასატარებელი”, – აღნიშნა თამარ მეარაყიშვილმა და აღწერა ახალგორში შექმნილი სიტუაცია.

“ავადობა არის ძალიან მაღალი, სამედიცინო სექტორი ამას ვერ უძლებს, ვაქცინაციის კამპანია საერთოდ არ ჩატარებულა, ხალხი გაუსაძლის პირობებშია – სკოლები და ბაღები დაკეტილია, გამშვები პუნქტიარ მუშაობს – სამკურნალოდ გადასულ ადამიანებს უკან არ უშვებენ” – თქვა ერგნეთში მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია გააქტიურება რეზოლუცია 1325 -ზე მუშაობის კუთხით, ასევე აუცილებელია ვაქცინაციაზე საინფორმაციო კამპანია და ადგილზე მოსახლეობის აცრა, რაც ერგნეთში, როგორც ჩლაჩიძემ განმარტა არ ხდება.

ქეთი ბებიაშვილის თქმით, 2008 წლიდან საუბარია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სტატუსზე, მაგრამ ეს საკითხი დღემდე არ გადაწყვეტილა.

“ძალინ ცუდი კომუნიკაციაა ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის, რაც ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.ყველა მონაწილე თანახმაა, რომ სასწრაფოდ გასატარებელი ისეთი ღონისძიებები, რომლებიც წინ წამოწევენ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს, მაგალითად, მედია კამპანია და პრობლემების გაშუქება”, – აღნიშნა მან.

ინფორმაციითვის, პროექტი “ერთად ჩვენი უფლებებისთვის” ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის “პური მსოფლიოსთვის” ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას. ასევე, ადამიანის უფლებების სტრატეგიაში და სხვა სახელმწიფო დოკუმენტებში აღნიშნული ჯგუფის უფლებების დაცვისა და მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის მონიტორინგს, ასევე ეროვნული სამოქმედო გეგმის “ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ განხორციელების მხარდაჭერას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.