ახალი ამბები

ვის შეუძლია კარვის და ბიოტუალეტის მოწყობა ჰოსპიტალთან მომუშავე ჟურნალისტებისთვის?



ვინ მოუწყობს სამხედრო ჰოსპიტალთან მომუშავე ჟურნალისტებს კარავს და ბიოტუალეტს? – ერთი კვირაა, ამ კითხვაზე პასუხს მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ყველა ის ადამიანი ელოდება, ვისთვისაც მათი ადგილზე მუშაობა მნიშვნელოვანია.

ამ საკითხის მოგვარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერს წერილებით მიმართეს ენმ-ის წევრმა ბექა ქორჩილავამ და მესამე პრეზინდეტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

წერილების მიხედვით, ავტორები კარვის და ბიოტუალეტის მოწყობას იმ ტერიტორიაზე ითხოვენ, რომელიც მერიის საკუთრება არ არის. იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივ ხელსიუფლებას ამ საკითხის მოგვარება არ შეუძლია, გორის მერი ამის შესახებ განცხადებას არ აკეთებს. ავტორები და ჟურნალისტები კი, რამდენიმე დღეა, მათ ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

რადიო “მოზაიკამ” გაარკვია, რომ აღნიშნული ტერიტორია (საკადრო კოდი: 66.45.21.120) სახელმწიფომ სარგებლობის უფლებით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გადასცა. შესაბამისად, ჟურნალისტების მხარდაჭერის ნიშნად, კარვის და ბიოტუალეტის მოსაწყობად სივრცის გამოყოფაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეუძლია

აღნიშნავია, რომ უნივერსიტეტის რექტორი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია მმართველი პარტიიდან და ამ დრომდე, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ჟურნალისტების დახმარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები უკვე შვიდი დღეა, თითქმის 24-საათიან რეჟიმში სამხედრო ჰოსპიტალთან არიან, ადგილზე მუშაობენ და მესამე პრეზიდენტის მნახველების და ექიმების კომენტარებს საზოგადოებას აცნობენ.

დატოვეთ კომენტარი