ახალი ამბები

გორის ახლადშექმნილი კალათბურთის გუნდი პირველ შეჯიბრზე გაემგზავრა



გორის საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ ერევანში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

“ჩვენი გუნდი, საქართველოს „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობისთვის ემზადება. ერევნის ტურნირიც, ამ მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთი დასკვნითი სეგმენტია.  ახალშექმნილ გორულ საკალათბურთო კლუბს, ჯერ არცერთ შეჯიბრებაზე არ მიუღია მონაწილეობა. თუმცა აქამდე მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა, კერძოდ, 2 დღის წინ გორში საქართველოს სუპერლიგის ლიდერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და დაამარცხა 64:48” , – აცხადებენ გუნდის ადმინისტრაციაში.

როგორც ცნობილია, ერევნიდან დაბრუნების შემდეგ, დეკემბერში გორის „ივერიონი“, საქართველოს „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და იქ წარმატებული ასპარეზობის შემთხვევში აღნიშნული ლიგის საგზურსაც მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები