ახალი ამბები

გორში მძღოლი, რომელმაც ავარია გამოიწვია, სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

გორის რაიონულმა სასამართლომ მძღოლი, რომელმაც ავარია გამოიწვია, 2000 ლარით დააჯარიმა.

საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევა სოფელ კარალეთში მდებარე გორი-ცხინვალის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე მოხდა.

“კარალეთიდან გორის მიმართულებით მოძრაობდა ფორდის მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა გ.მ. მოძრაობისას მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა და შეეჯახა საპირისპირო სამოძრაო ზოლში მოძრავ ოპელის მარკის ავტომობილს, რის შედეგადაც ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მძღოლმა” , – აღნიშნულია საქმის მასალებში.

საქმე მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა შეისწავლა და მძღოლს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 2 000-ლარიანი ჯარიმა, ასევე შეუზღუდა 6 თვის ვადით სატრანსპორტი საშუალების მართვის უფლება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.