ახალი ამბები

გორის სამშობიაროში ტყუპები დაიბადნენ



დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ სამშობიაროში ტყუპი დაიბადნენ. საბა და ზაზა კოპაძეები თავს კარგად გრძნობენ, სულ მალე დატოვებენ ,,იავნანას“ და შინ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ხუთ და-ძმას გაიცნობენ.

ინფორმაციას “იავნანას” ადმინისტრაცია ავრცელებს.

“33 წლის ნათია ცინცაძემ ტყუპი ბიჭი ფიზიოლოგიური მშობიარობით გააჩინა. ცინცაძის მიღება/მშობიარობა მეან გინეკოლოგმა გაგი ნადიმაშვილმა მართა ირინა ისპრიანცთან და ზაზა მირუაშვილთან ერთად, ნეონატოლოგი კი ნანა ხმიადაშვილი გახლდათ. განყოფილების უფროსი – ვასიკო სიმონია. ცინცაძე-კოპაძეების ოჯახს უკვე 7 შვილი ჰყავს: ნინო, სოფო, გურამი, პავლე, ბარბარე და ნაბოლარა ტყუპები – საბა და ზაზა” ,  – აცხადებენ “იავნანაში”.

როგორც ცნობილია, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ სამშობიაროში, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით, 950-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.

დატოვეთ კომენტარი