ახალი ამბები

გორში კაცმა ცოლი მისი “ლოცვით გაღიზიანების” გამო სცემა

გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ოჯახში ძალადობის საქმე, რომლის მიხედვით, ქმარმა მეუღლე იმის გამო სცემა და დაემუქრა, რომ ლოცულობდა.

“ცოლის ლოცვით გაღიზიანებულმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ, ხელი და ფეხი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მეუღლეს უთხრა, რომ მოკლავდა და დაასრულებდა ყველაფერს” , – აღნიშნულია საქმის მასალებში.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. საქმე მოსამართლე დავით მაკარაძემ განიხილა და დაკავებულს  სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობითად და საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.