ახალი ამბები

გორში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს ევროკავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ 



ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თენგიზ ხუბულური, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გორში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს ესტუმრნენ.

თავშესაფრის დირექტორმა ლამარა შაყულაშვილმა სტუმრებს სამუშაო სპეციფიკა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

დატოვეთ კომენტარი