ახალი ამბები

ვარიანელმა მოკრივემ შვედეთში გამარჯვება მოიპოვა



გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მცხოვრებმა პროფესიონალმა მოკრივემ გერისო ადუაშვილმა შვედეთში გამართულ შეჯიბრზე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრაზე მან შვედი მოკრივე მარკუს ალბერტსი პირველივე რაუდში ნოკაუტით დაამარცხა.

როგორც ცნობილია, 21 წლის გერისო ადუაშვილისთვის ეს მეშვიდე გამარჯვებაა პროფესიულ რინგზე. მისი პირადი მწვრთნელი, კრივის სპეციალისტი გიორგი კობახიძეა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ კრივში და ხელმძღვანელობს ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლას.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები