ახალი ამბები

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ნადირაძე, ლობჟანიძე და მურალოვა იქნებიან

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარლენ ნადირაძე, ბექა ლობჟანიძე და თამარ მურალოვა იქნებიან.

მარლენ ნადირაძე 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოშიც ამავე თანამდებობას იკავებდა, რაც შეეხება თამარ მურალოვას, იგი წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქციია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები“  თავმჯდომარე იყო. 

ბექა ლობჟანიძე კი, ყოფილი სპორტსმენია, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კვერნაკის, ჭალის, ცენტრისა და წყაროსუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი გახდა. იგი აქტიურად იყო ჩართული ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში.

ახალი საკრებულო 3 დეკემბერს, 12:00 საათზე შეიკრიბება. კანონმდებლობის თანახმად, სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი წარუძღვება.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრისგან დაკომპლექტდა, რომელთა შორის უმრავლესობა ისევ “ქართულ ოცნებას” აქვს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.