ახალი ამბები

ლექსო მერებაშვილს ნიდერლანდების საელჩოს პრიზი გადაეცა

ნიდერლანდების საელჩოს პრიზი, Local Human Rights Tulip 2021 ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის იურისტს გადაეცა. ლექსო მერებაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა. ჯილდო მას პირადად ნიდერლანების ელჩმა გადასცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

“ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ჯილდოა, როგორც ჩემთვის ისე ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის. უდიდესი მხარდაჭერა და მოტივაციაა ჩემი შემდგომი საქმიანობისათვის. ძალაინ სასიამოვნოა, როცა საყვარელი საქმის კეთებისათვის დამატებით იღებ ასეთ დადებით შეფასებასა და აღიარებას”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ლექსო მერებაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ლექსო მერებაშვილი წლებია გორში ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობს. ის ამ დრომდე სარაერთ მოქალაქეს დაეხმარა სამართლიანობისთვის ბრძოლაში და არაერთი სასამართლო დავა მოიგო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.