ახალი ამბები

გორის საკრებულოს სხდომაზე ნუგზარ ფუტკარაძეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს



გორის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულო უკვე შეიკრიბა. სხდომის დაწყებამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ინიციატივით ნუგზარ ფუტკარაძეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ნუგზარ ფუტკარაძე ენმ-ის წევრი იყო, რომელიც ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი  ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. იგი 18 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა.

გორის საკრებულოს სხდომას 36-ვე წევრი ესწრება, აქედან 9 ენმ-ის წარმომადგენელია, 24 “ქართული ოცნების” და 3 პარტიის “საქართველოსთვის”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები