ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარება 627 პირს შეუწყდა



2021 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარება 627 პირს შეუწყდა.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “მოზაიკას” ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

“ფულადი სოციალური დახმარების – „საარსებო შემწეობის“ მიმღებ ბენეფიციართაგან, დახმარების მიღების უფლება, 2021 წლის პირველი იანვრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, შეუწყდა 627 პირს” , – განმარტავენ სამინისტროში.

ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში სოციალურ დახმარებას 24 901 პირი იღებს.

დატოვეთ კომენტარი