ახალი ამბები

ხურვალეთსა და საქაშეთში მცხოვრებ დევნილებს დენი უფასოდ მიეწოდებათ



ხურვალეთის შემდეგ მზის პანელები საქაშეთის დევნილთა დასახლებაშიც განთავსდება. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, პროქტის დასრულების შემდეგ დევნილ ოჯახებს ელექტროენერგიის საფასურის აგდახდა აღარ მოუწევთ და დენს უფასოდ მიიღებენ. პროექტს ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტები ახორციელებენ.

“წელს მზის პანელები დამონტაჟდა ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში, 2022 წლისთვის ვგეგმავთ შესაბამისი სამუშაოები საქაშეთის და კოდის დევნილთა დასახებაში შესრულდეს, სადაც ჩვენი დევნილი მოსახლეობაა ჩასახლებული. შედეგად, ადგილნაცვალი პირები ელექტროენერგიის გადასახადისგან თავისუფლდებიან. ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. დენის გადასახადს აღარ გადაიხდიან საქაშეთსა და კოდაში მომავალი წლიდან, მას შემდეგ, რაც მზის პანელები მათ დასახლებაშიც განთავსდება”, – აღნიშნა ნუგზარ კახნიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი