ახალი ამბები

გორის ტრანსპორტის სააგენტომ ავტობუსების რეცხვისთვის ტენდერი გამოაცხადა 



გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტომ ავტობუსების რეცხვის მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. 

30 ავტობუსის რეცხვის მომსახურებისთვის სააგენტომ 221 343 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გორის მუნიციპალაიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე არსებული ავტობუსების რეცხვის მომსახურება, ყოველდღიურად, უქმეების ჩათვლით. მომსახურებაში შედის ყოველდღიურად, ავტობუსების სალონების დეზინფექციაც. 

ავტობუსები გაირეცხება სააგენტოს კუთვნილ ბოქსებში, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ. ბოქსები მდებარეობს ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რეცხვა უნდა მოხდეს მიმწოდებლის საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ტექნიკის გამოყენებით. 

მიმწოდებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის და წყლის გასახადადი. გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დროებითი აბონენტი, რათა მოხდეს მის მიერ გახარჯული რესურსების მონიტორინგი და ვალდებულების გადახდა შესაბამის კომპანიებთან.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები