ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტმა ნიქოზში არქეოლოგიურ გათხრებზე საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი კულტურის სამინისტროსთან ერთად ქვემო ნიქოზში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს. პროექტი დასკვნით ფაზაში შევიდა და უნივერისტეტის რექტორმა და პროექტის სხვა მონაწილეებმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინეს.  

,,არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ – ესაა პროექტის სახელწოდება, რომელშიც ჩართულნი არიან უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევარები და სტუდენტები. 

პროექტის ფარგლებში უნივერისტეტის პროფესორები და სტუდენტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ქვემო ნიქოზში, ერთ-ერთი ადგილობრივის ნაკვეთზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ. 

გიორგი სოსიაშვილმა ვრცლად ისაუბრა პროექტის მიმდინარეობის, იქ აღმოჩენილი არქეფაქტებისა და სამარხის მნიშვნელობის, აქტუალურობის შესახებ და საზოგადოებას აუწყა სამომავლო გეგმებზე, საერთაშორისო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების იმ დიდ ინტერესზე, რაც მსგავსი პროექტებისადმი არსებობს ევროპაში.  

“პროექტის მკვლევარმა, პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა ისაუბრა საზოგადოების იმ დიდ ინტერესზე, რომელიც უკვე მოჰყვა ქვემო ნიქოზის არქეოლოგიურ გათხრებს. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 5000 ათასი წლის წინანდელი სამარხისა და ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურის აღმოჩენა უტყუარი საბუთია უძველესი პერიოდიდან აქ მოსახლეობის არსებობის შესახებ”, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, გათხრებისას გამოიკვეთა, რომ სამარხში გამოვლენილი მიცვალებულის ძვლოვანი ნაშთების (ქალა და წვივის ძვალი) მიხედვით, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ადრებრინჯაოს ხანის მიწურულს (ძვ.წ.III ათასწ. შუა ხანები) გაჭრილ ამ სამარხში მიცვალებული ხელ–ფეხმოხრილ პოზაში დაუკრძალავთ, თავით სამხრეთაღმოსავლეთისკენ და თან თიხის მცირე ზომის ქოთნით სასმელი ან საჭმელი („საგზალი“) გაუტანებიათ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.