ახალი ამბები

ენმ: უფუნქციო ა(ა)იპ – ებს დაფინანსება უნდა შეუმცირდეს, აქ პარტიულ აქტივს ასაქმებენ



“ნაციონალური მოძრაობა” გორის მერიას 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მათი შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი მთავარი რაზეც ოპოზიცია აქცენტს აკეთებს. ა(ა)იპ-ებს ეხება “ნაციონალური მოძრობა” თვლის, რომ მუნიციპალური ორგანიზაციები მმართველი გუნდის დასაქმების სივრცეა და ეს პრაქტიკა უნდა მოიშალოს. ამისთვის ერთ-ერთ საშუალებად ოპოზიცია ა(ა)იპების ძირეულ რეორგანიზაციას ასახელებს.

” ვითხოვთ ა(ა)იპ-ების რეგორგანიზებას და რეფორმის გატარებას. მნიშვნელოვაპია, რომ ა(ა)იპ-ები აღარ იყოეს პარტიული აქტივის დასაქმების ადგილი. უფუნქციო ა(ა)იპ-ებს უნდა შეუმცირდეს დაფინანსება”, – აცხადებს ბექა ქორჩილავა.

ინფორმაციისთვის, საკრებულოს წევრების მიერ მიწოდებული შენიშვნების გასათვალისწინებლად და დოკუმენტის რედაქტირებისთვის გორის მერიას ვადა 10 დეკემბრმდე აქვს. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებულ ვერსიას დღის ბოლომდე ელოდებიან, ბიუჯეტი კი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

დატოვეთ კომენტარი