ახალი ამბები

ოპოზიცია გორში, გაჭირვებულებისთვის უფასო სასადილოს გახსნას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” გორში უფასო სასადილოს გახსნას ითხოვს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მუნიციპალური ობიექტი, სადაც მოქალაქეები ყოველდღიურად შეძლებენ გაოკვებას მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქში ამ მხრივ დღეს არსებულ ვითარებას. ოპოზიციამ აღნიშნული ინიციატივით გორის მერიას მიმართა და გამოხმაურებას ელოდება.

“წლებია ვითხოვთ ფრაქცია ენმ, რომ გორში გაიხსნას მუნიციპალური უფასო სასადილო. მისი მოწყობა არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული. ასეთ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში მუნიციპალური სასადილო ფუნქციონირებდეს”, – აცხადებს საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ბექა ქორჩილავა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.