ახალი ამბები

გამყოფ ხაზთან მცხოვრებთა დახმარება გორის მერიამ 2022 წლის ბიუჯეტშიც არ გაითვალისწინა

ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე და სხვა სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარება 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში წელსაც 0 ლარითაა წარმოდგნილი. რაც იმას ნიშნავს, რომ გორის მერიამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის თანხები მომავალი წლისთვისაც არ გაითვალისწინა.

2020 წელს, გორის მერიამ ამისთვის 59 600 ლარი დახარჯა, თუმცა მას შემდეგ გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა დახმარებისთვის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში აღარ გაწერილა.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები მოამზადა ოპოზიციამაც, რომელთა შინაარსითაც რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა, თუმცა არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “გახარიას საქართველოსთვის” მიერ მოწოდებულ მოსაზრებებში აღნიშნული კატეგორიის ოჯახებზე არაფერია ნათქვამი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.