ახალი ამბები

საოკუპაციო ძალებმა ზემო ნიქოზის მიმდებარედ მამაკაცი დააკავა 



რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. 

უკანონოდ დაკავებული საქართვეელოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძეა, რომელიც ოკუპანტებმა სოფლის მიმდაბარედ დააკავეს. 

“უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს რათა დაუყონებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები”, -ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები