ახალი ამბები

გორში 31 დეკემბერს კონცერტზე მხოლოდ ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ

“ახალი წელი 2022” – ასე ჰქვია გალა კონცერტს, რომელიც გორში 31 დეკემბრის საღამოს გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოა.

არსებული ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას კვლავ მხოლოდ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. სააგენტო მომღერლებს ჯამში 12 160 ლარს გადაუხდის.

შემსრულებლებს შორის, რომლებიც 31 დეკემბრის კონცერტზე იმღერებენ არიან: ხატია ხუციძე, ემზარ იორამაშვილი, იოსებ დარბაიძე, ვანო მურადელი, მაია ბიძინაშვილი და მაკა სირბილაძე. კონცერტზე ასევე იმღერებს ჯგუფი “კანუდოსი” და გორის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.

კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს სურვილი აქვს აღნიშნული შესყიდვა გამარტივებული წესით შეასრულოს. აღნიშნული თხოვნით უწყებამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.