ახალი ამბები

გორში 66 წლის კაცმა ცოლი შვილიშვილის თანდასწრებით სცემა

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცმა ცოლი არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით სცემა. საქმემ გორის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლა.

“დაახლოებით 15:15 საათზე მათსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების გამო განაწყენებულმა ო.მ-მ არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ:: მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის, თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე ხელები მოუჭირა მარჯვენა ფეხზე და გადაუტრიალა ძლიერად, რის შედეგადაც ქალმა განიცადა ფიზიკური ტკივილი” , – აღნიშნულია საქმის მასალებში.

საქმე მოსამართლე დავით მაკარაძემ განიხილა. ბრალდებულს სასჯელის სახეთ 2-წლიანი პირობითი განუსაზღვრა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.