ახალი ამბები

მიშა კოშკაძის მემორიალური დაფა მისი სახლის კედელზე განთავსდება

გორელი კომპოზიტორის და მომღერლის მიშა კოშკაძის მემორიალური დაფა მის სახლზე განთავსდება. 

დაფის დამზადებისთვის ხელშეკრულება გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების აღორძინების შიდა ქართლის რეგიონული ფონდს გაუფორმა.

“დაფის ერთ მხარეს განთავსდება ბრინჯაოში ჩამოსხმული გორელიეფის პორტრეტი. დაფის მეორე მხარეს განთავსდება წარწერა – სახელი, გვარი და მოღვაწეობის წლები” , – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

დაფა მიშა კოშკაძის სახლის კედელზე განთავსდება, რომელიც მდებარეობს გორში არსენ მარაბდელის N7-ში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.