ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილმა თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან საჩვენებელი ვარჯიში გამართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიას თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმე წონაში, გენო პეტრიაშვილი სტუმრობდა. ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა, მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულმა აკადემიის იუნკერებთან და მსმენელებთან ერთად საჩვენებელი ვარჯიში გამართა. ჩემპიონმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატებები უსურვა.

ინფორმაციისთვის, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექცია, მათ შორის თავისუფალი ჭიდაობის და ძიუდოს სექცია. აკადემიის წარმომადგენელთა შეფასებით, იუნკერების და მსმენელების ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებას ხელს შესაბამისი სპორტული გარემოს შექმნით უწყობენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.