ახალი ამბები

გორში მძღოლი, რომელიც ქვეითს დაეჯახა 2 000 ლარით დაჯარიმდა

გორის რაიონულმა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა მძღოლი, რომელიც ქვეითს დაეჯახა.

როგორც ცნობილია, შემთხვევა მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდა. მძღოლი “ჰონდა ფიტის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელზე გამავალ საავტომობილო გზაზე.

“მოძრაობისას მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა ქვეითად მიმავალს, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო” , – განმარტა პროკურორმა.

არსებული ინფორმაციით, პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მოსამართლე დავით მაკარაძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საბოლოოდ, მძღოლი 2 000 ლარით დაჯარიმდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.