ახალი ამბები

თავშესაფარში მყოფ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის ნახვა სურთ – ხინჩეგაშვილი მათ სურვილზე დუმს

ხურვალეთში მდებარე თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნახვა სურთ. მოხუცებმა საკუთარი სურვილი რადიო “მოზაიკას” საშუალებით გააჟღერეს.

“გვინდა, რომ საახალწლოდ, გორის მერი გვესტუმროს. ჩამოვიდეს ჩვენთან და ვნახოთ პირადად”, – ამბობდნენ მოხუცები.

ამ სურვილის გაჟღერების შემდეგ, რადიო “მოზაიკამ” არაერთხელ სცადა გორის მერთან დაკავშირება. საკომუნიკაციოდ, ორგანიზაცია გორის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარესაც დაუკავშირდა. თამაზ შიოშვილი და დავით რაზმაძე ამბობდნენ, რომ მოხუცებისთვის ამ საახალწლო სურვილის შესრულება პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა მას შემდეგ, ორი კვირა გავიდა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კვლავ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.


როგორი იქნება ქარელის ცენტრი რეაბილიტაციის შემდეგ – ფოტოები

პროგრამა “განახლებული რეგიონები” ქარელის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციასაც მოიცავს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10 საერთო საცხოვრებელს, 9 სახლსა და ადმინისტრაციულ შენობას. დაგეგმილია სკვერები, საფეხმავლო ბილიკების და სანიაღვრე არხების მოწყობა. “მოზაიკა” გთავაზობთ ფოტოებს, თუ როგორი უნდა იყოს ქარელის ცენტრი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ. დატოვეთ კომენტარი


ამ დროში, რადიო “მოზაიკამ” ინფორმაციის გავრცელებით, უკვე შეძლო თავშესაფარში მცხოვრები მოხუცების სხვა სურვილების ასრულება. მათთვის სასურველი ნივთების შეგროვება ისევ გრძელდება და საჩუქრებს ხანდაზმულები კვირის ბოლოს მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.