ანალიტიკა / გამოძიება

უკანონოდ დაკავებული რამდენი მოქალაქე იმყოფება ცხინვალის იზოლატორში 

DRI ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ავრცელებს. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. 

აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ცხინვალის იზოლატორიდან 14 აგვისტოს დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლეს, თუმცა განცხადებაში მისი ვინაობა არ მიუთითებია. 

DRI – ის კვლევას გამოეხმაურა ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა.

 

“საოკუპაციო ძალებმა 5 ოქტომბერს სამი და 10 დეკემბერს ორი ადამიანი დააკავეს. აღნიშნული ხუთი პირის ვინაობა არ გასაჯაროებულა, უცნობია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა. 12 დეკემბერს, საოკუპაციო ძალებმა სოფელი ნიქოზიდან, ყოფილი სამხედრო  მამუკა ჩხიკვაძე გაიტაცეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი ნაცემია. საგულისხმოა, რომ 1 დეკემბერს დაკავებულმა მამუკა ჯანელიძემ, რომელიც 4 დეკემბერს გაათავისუფლეს,  ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან ფიზიკური ძალადობაზე მიუთითა”, – ნათქვამია DRI – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გათავისუფლებული მოქალაქე, რომელიც 14 აგვისტოს დააკავეს, გელა გოჭოშვილია. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის ცხივნალის იზოლატორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.  უკანონოდ დაკავების ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 10 დეკემბერს მოხდა, როცა საოკუპაციო რეჟიმმა ზემო ნიქოზის მიმდებარედ მამუკა ჩხიკვაძე დააკავა და ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთა წარუდგინა. არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმმა მას ორი თვით წინასწარი პატირმრობა მიუსაჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.