ახალი ამბები

“ოცნება” უკვე დიდი ხანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს – ხოჯევანიშვილი 



გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში და პარტიის “საქართველოსთვის” წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია დიდი ხანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, საკუთარ აყენებს.

ხოჯევანიშვილი მათი გუნდის მიერ დაყენებული ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის უარყოფაზე აკეთებს განცხადებას, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. 

,,ოცნება” უკვე დიდი ხანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეყილებებს არა ქვეყნის, არამედ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მორგებულს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და ყოველთვის შევახსენებთ მათ, რომ მთავარი არის ხალხი და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება სწორედ მათი ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მორიგი უგულისყურო და ზედაპირული დამოკიდებულება ჩვენი გუნდის საქმიან წინადადებაზე”, – წერს ხოჯევანიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი