ახალი ამბები

გორელ სამოქალაქო აქტივისტს მესამე პრეზიდენტმა წერილი გამოუგზავნა



გორელ სამოქალაქო აქტივისტს მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო პოსპიტლიდან წერილი გამოუგზავნა. 

თეონა ფანქველაშვილს მესამე პრეზიდენტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

“თეო უდიდესი მადლობა ასეთი აქტიურობისთვის, ასეთი სასწაული გოგოებით ყველაფერი გამოგვივა, სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი”, – ნათქვამია წერილში. 

თეონა ფანქველაშვილი აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის აქციებში. 

“ძალიან რთული დროა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაპატიმრებულია, ქვეყნის ოკუპაცია არ ჩერდება, რუსეთი კვლავ გვემუქრება და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთნ ჰარმონიაშია და აგრძელებს არგაღიზიანების პოლიტიკას . ამიტომ არის მესამე პრეზიდენტი გისოსებს მიღმა. პრეზიდენტი სააკაშვილი, ყველა ადამიანის წვლილს აფასებს . არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა ფორმით იბრძვის. იმიტომ რომ დღეს, სათითაოდ ყველა ადამიანის წვლილი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, -ამბობს თეონა ფანქველაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი