ახალი ამბები

აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლეს 



რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

“საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზი”. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს” ,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინი მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი ორი დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის სიახლოვეს რუსმა ოკუპანტებმა უკანონიდ დააკავეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები