ახალი ამბები

გორის მერმა  2021 წელს მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენები დააჯილდოვა 



გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2021 წელს მიღწეული წარმატებისთვის გორელი სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვა. ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიას გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

2021 წელს წარმატებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და გუნდებს მედლები, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის განვითარების სააგენტო, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მომავალშიც გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.