ახალი ამბები

24 დღე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში – მამუკა ჩხიკვაძის მეგობრები აქციებს გეგმავენ 



ცხინვალის საპატიმროში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის მეგობრები გორში, საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბენ და ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

ჩხიკვაძის მეგობრების ინფორმაციით, იგი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. 

” სამწუხაროდ, მე ვერ დავესწარი ამ აქციას, მაგრამ უკვე 24 დღეა, რაც მამუკა ჩხიკვაძე იმყოფება ტყვეობაში, ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ ის ვიცით, რომ წითელ ჯვარს უარი უთხრეს მის მონახულებაზე ცხინვალის რეჟიმმა. ეს აჩენს ეჭვს, რომ ის არის ნაცემი და ნაწამები, ისინი მიზანმიმართულად წელავენ დროს. ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა ვერ დაესწრება დედამისის “ორმოცს”. მამუკა დიდი საფრთხის ქვეშაა მისი სტატუსიდან გამომდინარე”, – ამბობს ჩხიკვაძის მეგობარი, გიორგი კასრაძე. 

გიორგი კასრაძე ამბობს, რომ მამუკა ჩხიკვაძის მეგობრები უახლოეს დღეებში აპირებენ აქციის გამართვას ერგნეთში ან ნიქოზში. ისინი ვარადუბენ, რომ საოკუპაციო რეჟიმს ჩხიკვაძე სამკურნალოდ ვლადიკავკაზში ჰყავს გადაყვანილი. 

ინფორმაციისთვის, მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა ზემო ნიქოზის მიმდებარედ 10 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს, ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია 12 დეკემბერს გაავრცელა. 

დატოვეთ კომენტარი