ახალი ამბები

გორის ცენტრში მოწყობილ საახალწლო სოფელში “სანტას ქოხი” დააზიანეს 



გორის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ საახალწლო სოფელში “სანტას ქოხი” დააზიანეს. 

აღნიშნული დეკორაცია საახალწლოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელშეწყობით , კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა მოაწყეს. 

“იმხელა შრომა ჩავდეთ ამ ყველაფრის გაკეთებაში და უბრალოდ იმის უნარი არ აქვთ, რომ არ გააფუჭონ”, – ამბობს დეკორატორი ქეთი წიწიკაშვილი.

“სანტას ქოხში” ნებისმიერ მსურველს ფოტოების გადაღება შეეძლო. 

დატოვეთ კომენტარი