ახალი ამბები

ფოიერვერკი, ცეცხლისა და აზოტის შოუ – რა ღონისძიებები გაიმართება 7 იანვარს გორში



7 იანვარს, გორში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები გაიმართება, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს. 

სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები და სანახაობები 14:00 – დან 20 საათამდე გაგრძელდება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ:

  • სანტა კლაუსი;
  • ზღაპრის გმირები;
  • ანიმატორი;
  • ელფები;
  • გიგანტური აფრიკული თოჯინა;
  • აზოტის შოუ;
  • 2D ნახატი;
  • თექის რეწვა;
  • ორიგამი;
  • სტენსილით ხატვა;
  • სახის მოხატვა;
  • ჟონგლიორის წარმოდგენა (15:00 – 18:00 საათი);
  • ილუზიონისტის წარმოდგენა (14:30 – 17:30 საათი);
  • ცეხცლების შოუ (20:00 – 20:10 საათი);
  • ფოიერვერკი (20:10 საათი).

იმღერებენ:

ნოდარიკო ხუციშვილი & ბენდი (17:30 – 18:45 საათი);

SALIO – (18:45 – 20:00 საათი);

ქუჩის ორკესტრი.

ღონისძიებები გაიმართება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით.

დატოვეთ კომენტარი