ახალი ამბები

გორის სოფლების ნაწილს ელ.ენერგია 24 საათზე მეტია გათიშული აქვთ

გორის სოფლების ნაწილს ელ.ენერგია 24 საათზე მეტია გათიშული აქვთ. მათ შორის არის სოფელი სვენეთიც. არსებული ინფორმაციით, მიზეზი უამინდობაა.

“ხალხი გაიყინა, ბავშვები ონლაინ შეხვედრებს და გაკვეთილებს ვერ ესწრებიან. არაფერს ვიტყვი რას ნიშნავს ახალგაზრდებისთვის ამ დროის მანძილზე ინტერნეტის და ელ.მოწყობილობების გარეშე ყოფნა” ,- ამბობს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

მოსახლეობის ცნობით, კომპანიას ენერგო-პრო ჯორჯია წინასწარ არ უცნობებია ელ.ენერგიის გათიშვის შესახებ და კომპანიაში ვერც იმას აკონკრეტებენ როდის მოვა ელ. ენერგია სოფელში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.