ახალი ამბები

გორში „ახალბაღი” 2022 წელსაც ვერ გაიხსნება

გორის კულტურისა და დასვენების პარკის “ახალბაღი” რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც ცნობილია, “ახალბაღი” 2022 წელს ვერ გაიხსნება.

პარკის რეაბილიტაციას კომპანია “AWARD” ახორციელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, აღნიშნულ კომპანიას “ახალბაღის” რეაბილიტაციისთვის ჯამში 8 950 000 ლარს გადაუხდის.

“პარკის ტერიტორია მოიცავს დიდ ფართობს – დაახლოებით 11,96 ჰექტარს. საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, მოსასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცეები, ექსტრემალური მოედნები, ასევე მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა ავტომატური სარწყავი სისტემა და ა.შ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელოვნურ ტბას და პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ რამდენიმე საზოგადოებრივ შენობას. ახალბაღის პარკი განახლდება დენდროლოგიური კუთხით” , – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

კომპანიასა და ფონდს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2022 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს, ხოლო თავად ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2023 წლის ივნისამდეა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.